ქართული
ქართული
წისქვილის სერვისები
შოთის პურის ცხობის მასტერკლასი

შოთის პურის ცხობის მასტერკლასი

services
პურს ქართულ კულტურასა და რელიგიაში უძველესი დროიდან თვალისჩინივით უფრთხილდებოდნენ, მისი სახელს ყოველთვის მოწიწებით ახსენებდნენ და სიყვარულთან/ძვირფასთან იყო დაკავშირებული. პურისადმი პატივისცემა ქართული პურის სახელწოდებიდანაც (შოთის პური, დედოს პური და დედას პური) ნათლად ჩანს, მათგან ერთერთს კი თითოეული ქართველის ოჯახში ყველა მნიშვნელოვან დღესასწაულზე იხილავთ. ქართული პურის სახეობები ყოველთვის თონეში ან ფურნეში ცხვებოდა, რომელსაც ძველად თურნე ჰრქმევია (საცხობელი პურისაჲ, საცხობელი კეცისაჲ) საქართველოში აღმოჩენილი უძველესი თონე კი V - VII საუკუნით თარიღდება. ქართული პურის ცხობის, თონეში ჩაკვრის ტრადიციული მეთოდის შესწავლა შესაძლებელია წისქვილი ჯგუფის ყველა ფილიალში
ყველა სერვისი