„წისქვილი ჯგუფი“ იყო პირველი, ვინც ქართულ სარესტორნე სივრცეში ახალი კონცეფციის რესტორანი „ღვინის ეზო“ წარადგინა. ადგილი, სადაც ქართული ტრადიციული სამზარეულოს და თეატრალური წარმოდგენის სინთეზი დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ქმნის. რესტორნის ინტერიერში ძველი ქართული აივნები, არქეოლოგიური გათხრებისას ნაპოვნი უძველესი სამუზეუმო ექსპონატები და საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი ელემენტები, კერძოდ კი დარბაზის შუაში მოქცეული სვანური ქვის ღუმელი, ჯადსონურ გარემოს ქმნის და სტუმრებს წინა საუკუნეების სამეფო სასახლეში ამოგზაურებს.
თეატრალური წარმოდგენები ცნობილი ქართველი გმირებისა და კინოს პერსონაჟების შესახებ მიზნად ისახავს ტურისტებისთვის საქართველოს, როგორც უძველესი ისტორიისა და კულტურის მქონე ქვეყნის, გაცნობას.
events@tsiskvili.ge